+995 32 211 00 50 ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში
EN
+995 32 211 00 50 ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში
გენომის სექვენირება

გენომის სექვენირება

სრული გენომის სექვენირება (WGS)

ნიმუშების უფასო ტრანსპორტირება

ბიომასალის მიწოდება საქართველოს მასშტაბით

55 სამუშაო დღე

ტესტის ხანგრძლივობა

წინასწარი მონაცემები

მოწოდებულია უფასოდ, ფორმატი არის fastq

ერთხელ სიცოცხლის განმავლობაში

საჭიროების შესაბამისად, კვლევის მონაცემები შეგიძლიათ გამოიყენოთ მომავალშიც

გენომის სექვენირების მიმოხილვა

სრული გენომის სექვენირება (WGS) წარმოადგენს მეთოდს, რომლის საშუალებითაც ხდება ადამიანის დნმ–ის მთლიანი თანმიმდევრობის, როგორც ცილების მაკოდირებელი, ასევე არამაკოდირებელი – “მდუმარე” რეგიონების შესწავლა. WGS იძლევა მაქსიმალურად სრულყოფილ ინფორმაციას დაავადებათა განვითარებასთან დაკავშირებულ ნაცნობ ან აქამდე უცნობ გენეტიკურ ცვლილებათა თაობაზე.

დღეისათვის, გენეტიკური დაავადების მქონე მილიონობით პაციენტს არ აქვს დადგენილი ზუსტი დიაგნოზი. კვლევის ისეთი მეთოდები, როგორიცაა, ცალკეული გენის ან გენის პანელების ტესტირება, საშუალებას იძლევა, მოხდეს ამა თუ იმ დაავადების გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება, მაგრამ ამ მეთოდებით აღმოჩენილი გენეტიკური ცვლილებების პროცენტული მაჩვენებელი მაინც საკმაოდ დაბალი რჩება.

მუტაციათა დეტექცია გენომის ცილის მაკოდირებელ რეგიონებში (WES), მთლიანი დნმ–ის მხოლოდ მცირე ნაწილის (1–2%) შეფასების საშუალებას იძლევა.

თანამედროვე ლიტერატურის მონაცემებით, დნმ–ის არამაკოდირებელი რეგიონების შესწავლას მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტირებისათვის.

WGS – პაციენტის გენეტიკური ინფორმაციის სრული მიმოხილვა

მიუხედავად იმისა, რომ WGS-ის საშუალებით მნიშნვლეოვნად მეტი გენეტიკური ცვლილებების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, ვიდრე ცალკეული გენების სექვენირების ან WES-ის გამოყენებით, აღნიშნული ინფორმაციის უმეტესი ნაწილის რელევანტურობა უცნობია.

რამდენადაც, ყველა გენეტიკური ცვლილება არ მოქმედებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმის დადგენა, არის თუ არა გამოვლენილი ვარიანტები საკვლევი დაავადების მიზეზი.

არსებობს შემთხვევები, როდესაც აღმოჩენილი ვარიანტი სრულიად სხვა, აქამდე არადიაგნოსტირებულ, გენეტიკურ დაავადებასთან არის დაკავშირებული (აღნიშნულს ეწოდება ინციდენტური / მეორადი აღმოჩენა).

WGS-ის ჩვენებები

  • ეჭვი მემკვიდრულ დაავადებაზე, როდესაც სხვა მოლეკულური დიაგნოსტიკური მეთოდები არაინფორმატიულია.
  • პაციენტები “შერეული” კლინიკური გამოვლინებით ან საეჭვო დიაგნოზით.
  • ეჭვი მიტოქონდრიულ დაავადებაზე.
  • ვარიანტების ძიება გენომის არამაკოდირებელ რეგიონებში.

WGS-ის დადებითი მხარე Kromos-ში

ლაბორატორია განთავსებულია სერტიფიცირებული მაღალი კლასის მოწესრიგებულ ობიექტში.
გენეტიკის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და ბიოინფორმატიკის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები
ბიომასალის უფასო ტრასნპორტირება საქართველოს მასშტაბით
ტესტის ხანგრძლივობა 55 სამუშაო დღე
ორიენტირებულია სამუშაოს ხარისხსა და კლინიკურ მნიშვნელობაზე
ხელმისაწვდომი ფასი
გენომის სექვენირების დიაგნოსტიკური ეფექტიანობა დაახლოებით მეოთხედით მეტია, ვიდრე ეგზომის სექვენირება

ლაბორატორია Kromos

სპეციალისტები

მრავალწლიანი გამოცდილება გენეტიკაში, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკასა და ბიოინფორმატიკაში

კონფიდენციალობა

ყველა მონაცემი მკაცრად კონფიდენციალურია და არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს

კონსულტაცია

კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციის შესაძლებლობა

სანდოობა

ხარისხის კონტროლი კვლევის ყველა ეტაპზე

უფასო ტრანსპორტირება

ბიომასალის მიწოდება საქართველოს მასშტაბით

We use cookies to ensure that we provide you with the best experience on our website.
If you continue to use this page, we will assume that you are satisfied with it.