სპეციალისტები
მრავალწლიანი გამოცდილება გენეტიკაში, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკასა და ბიოინფორმატიკაში
კვლევა, რომლის საშუალებითაც ხდება მყიფე X ქრომოსომის სინდრომის დიაგნოზის დასმა ან დგინდება პრემუტაციის მტარებლობა FXPOI (მყიფე X სინდრომთან ასოცირებული პირველადი საკვერცხის უკმარისობა) და FXTAS (მყიფე X სინდრომთან ასოცირებული ტრემორი/ატაქსიის სინდრომი).
მყიფე X სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრულ დაავადებას, რომელიც იწვევს რიგ კოგნიტურ, ქცევით და ინტელექტუალურ დარღვევებს. იგი გამოწვეულია მუტაციით, რომელიც უკავშირდება FMR1 გენში აღმოცენებული CGG განმეორებათა დაგრძელებებს, დელეციებს ან წერტილოვან მუტაციებს. აღმოჩენილ აბერაციათა უმრავლესობა (99%) გამოწვეულია გენში CGG განმეორებათა რაოდენობის მატებით, რაც ზრდის FMR1 გენის ინაქტივაციის რისკს.
მყიფე X სინდრომი X სასქესო ქრომოსომასთან შეჭიდული დომინანტური მემკვიდრული დაავადებაა. სინდრომთან დაკავშირებული სიმპტომები გაცილებით უფრო მძიმე და ხშირია მამაკაცებში (3,600 მამაკაციდან 1-ში), რამდენადაც, მათ მხოლოდ ერთი X ქრომოსომა აქვთ. ქალებს აქვთ ორი X ქრომოსომა, შესაბამისად, დაავადება ვლინდება გაცილებით მსუბუქი ფორმით ან, ზოგიერთ შემთხვევაში, სიმპტომების გარეშე (6,000 ქალიდან 1-ში).
X-ქრომოსომასთან შეჭიდული დომინანტური დამემკვიდრება
FMR1 გენში CGG განმეორებათა რაოდენობა ვარირებადია და იცვლება ერთი თაობიდან შემდეგზე გენის გადაცემისას. მყიფე X სინდრომის მტარებელია ინდივიდი, რომელსაც აქვს მუტაციური FMR1 გენის, თუმცა კლინიკურად უსიმპტომოა. მყიფე X ქრომოსომის სინდრომის მტარებელ ქალებს აქვთ 50%-მდე რისკი, შეეძინოთ მყიფე X სინდრომის მქონე ვაჟი და, ასევე, აქვთ 50%-მდე რისკი დაავადების მტარებელი ქალიშვილების ყოლის. რაც შეეხება მტარებელ მამაკაცებს, ისინი მუტაციურ გენს მემკვიდრეობით გადასცემენ ყველა გოგონას და არცერთ ბიჭს.
მყიფე X სინდრომის X-ქრომოსომასთან შეჭიდული დამემკვიდრება.
საერთო პოპულაციაში, დაახლოებით 250 ქალიდან ერთი და 800 მამაკაციდან ერთი ინდივიდი მყიფე X სინდრომის პრემუტაციის მტარებელია, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს CGG განმეორებათა რაოდენობის გაზრდა მომდევნო თაობებში. ამ დარღვევის მტარებელი, შესაძლოა, იყოს ნებისმიერი ეთნიკური და რასობრივი ჯგუფის წარმომადგენელი.
250 ქალიდან 1 და 800 მამაკაციდან 1არის მყიფე X პრემუტაციის მატარებელი
მყიფე X სინდრომი ვლინდება მრავალი სხვადასხვა სიმპტომით. ინტელექტუალური და კოგნიტური განვითარების დარღვევის დიაპაზონი ფართოა და ვარირებს სწავლის უნართან დაკავშირებული მსუბუქი დარღვევებიდან, მძიმე გონებრივ ჩამორჩენილობამდე. ქცევითი დარღვევები მოიცავს აუტიზმს, ჰიპერაქტიულობას, ყურადღების გაფანტვასა და შფოთვას. ფიზიკურ მახასიათებლებში ხშირია ფართო ზომის ყურები, მოგრძო სახე, ბრტყელი ტერფები, ბიჭებში – გაზრდილი ზომის სათესლე ჯირკვლები. ეს ნიშნები მოზრდილებში გაცილებით უფრო მარტივი შესამჩნევია, ვიდრე ბავშვებში.
ზოგიერთი მტარებელი იმყოფება მყიფე X-ის პრემუტაციასთან ასოცირებული დარღვევების განვითარების რისკის ქვეშ. ხანში შესულ მამაკაცებს, შესაძლოა, განუვითარდეთ ტრემორის / ატაქსიის სინდრომი (FXTAS) – კანკალი, დარღვეული კოორდინაცია და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები. ქალებში ხშირია საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა (FXPOI) – ნაადრევი მენოპაუზა, ან ნეიროფსიქიკური დარღვევები (FXAND) – შფოთვა, დეპრესია, ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები, აუტოიმუნური დარღვევები, ფიბრომიალგია, შაკიკი და უძილობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ინდივიდში დაავადება, შესაძლოა, განსხვავებულად გამოვლინდეს.
მყიფე X ქრომოსომასთან ასოცირებული საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა წარმოადგენს ქალებში განვითარებულ დარღვევას, რომელსაც იწვევს FMR1 გენში არსებული პრემუტაცია. ამ დარღვევის მქონე ქალებში შეინიშნება საკვერცხის ზოგადი ფუნქციონირების ნაადრევი შეფერხება, არ ხდება კვერცხუჯრედების რეგულარული გამოთავისუფლება, რაც იწვევს ნაყოფიერების შემცირებას. FXPOI-სთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: არარეგულარული ან სრულიად შეჩერებული მენსტრუალური ციკლი, ნაადრევი მენოპაუზა (40 წელზე ადრეულ ასაკში), უნაყოფობა და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) მომატებული დონე.
არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ FXPOI ვითარდება მყიფე X ქრომოსომის პრემუტაციის მტარებელი ქალების დაახლოებით 20-25%-ში. საკვერცხის ნაადრევი უკმარისობის განვითარების ალბათობა დამოკიდებულია CGG განმეორებების რაოდენობაზე. რისკი მაქსიმალურია მაშინ, როდესაც ეს რიცხვი უტოლდება 80-100-ს. ცნობილია, რომ ამ დაავადების საერთო შემთხვევათა 5% FMR1 გენში არსებული პრემუტაციით არის გამოწვეული.
20-25%ქალი მატარებლების 20-25%-ში ვითარდება საკვერცხის ნაადრევი უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა.
მნიშვნელოვანია იმ ქალების იდენტიფიცირება, რომლებიც არიან პრემუტაციის მტარებლები და იმყოფებიან საკვერცხის ფუნქციონირების დარღვევის რისკის წინაშე. დღეისათვის, არ არსებობს ამ დაავადების მკურნალობის გზა, თუმცა ადრეული დიაგნოსტირება ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ დროული გადაწყვეტილება რეპროდუქციისა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ.
FMR1 პრემუტაციის მტარებელ პირებს, რომელთაც სურთ დაორსულება და დაავადებული შვილის ყოლის რისკის თავიდან აცილება, შეუძლიათ მიმართონ შემდეგ საშუალებებს:
კვლევა რეკომენდებულია სპეციფიკური სიმპტომების მქონე ინდივიდებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი დიაგნოზის დაზუსტება ან/და ორსულობის დაგეგმვისას პოტენციური გენეტიკური რისკების შეფასება.
მყიფე X-ის მტარებლობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან პირები, რომელთაც:
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქალები, რომლებიც არიან პრემუტაციის მტარებლები, დავადების მქონე ბავშვის დაბადების გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, განსაკუთრებით კი ბიჭის გაჩენის შემთხვევაში. სრული მუტაციის განვითარება, ძირითადად, ხდება დედიდან გადაცემის შემთხვევაში. პრემუტაციის მქონე მამაკაცებს დაავადებული შვილი არ ეყოლებათ, მაგრამ ამ რისკის ქვეშ იქნებიან მათი გოგონები. FMR1 გენის დიაგნოსტიკური გენეტიკური სკრინინგი გამოიყენება ქალებში პრემუტაციის არსებობის დეტექციისთვის. ეს ტესტირება წყვილებს აწვდის ინფორმაციას მყიფე X სინდრომის მქონე ბავშვის დაბადების ალბათობის შესახებ.
გენეტიკური კვლევა მტარებლობის შესახებ, ძირითადად, ეყრდნობა FMR1 გენში CGG განმეორებათა რაოდენობის დადგენას. კვლევა იძლევა ინფორმაციას, არის თუ არა ინდივიდი მყიფე X ქრომოსომის მტარებელი და აფასებს ამ სინდრომით დაავადებული ბავშვის დაბადების რისკებს. ტესტირების შედეგების სიზუსტე დაახლოებით 99%-ია.
99%ტესტის სიზუსტე შეადგენს 99%-ს
კვლევა ტარდება დუალური პჯრ სისტემის დახმარებით, რომელიც აერთიანებს პჯრ ამპლიფიკაციას, როგორც მთლიანი სიგრძის, ასევე, ტრიპლეტური პრაიმერების გამოყენებით. დაავადებასთან დაკავშირებული დნმ განმეორებათა რაოდენობის დადგენა ხდება ფრაგმენტული ანალიზის მეშვეობით. ტესტი საშუალებას იძლევა, მაღალი სიზუსტით მოხდეს ალელების კლასიფიკაცია 4 ძირითად ჯგუფად. ეს ჯგუფებია: ნორმალური, შუალედური, პრემუტაცია და სრული მუტაცია.
მრავალწლიანი გამოცდილება გენეტიკაში, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკასა და ბიოინფორმატიკაში
ყველა მონაცემი მკაცრად კონფიდენციალურია და არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს
ხარისხის კონტროლი კვლევის ყველა ეტაპზე
კვლევის შედეგი მიიღება მცირე დროში
ბიომასალის მიწოდება საქართველოს მასშტაბით
პასუხი თქვენს კითხვაზე ან შეტყობინებაზე
ჩვენ გამოგიგზავნით თქვენს მეილზე
დახურვა